,,ბრწყინვალე ქართველმა ბარიტონმა გამოიყენა ბევრისთვის მიუწვდომელი ტექნიკა” – რას წერს ამერიკული პრესა გიორგი გაგნიძის ტრიუმფზე ვაშინგტონში

,,ბრწყინვალე ქართველმა ბარიტონმა გამოიყენა ბევრისთვის მიუწვდომელი ტექნიკა" - რას წერს ამერიკული პრესა გიორგი გაგნიძის ტრიუმფზე ვაშინგტონშიამერიკული პრესა ოპერის ქართველ ვარსკვლავზე, გიორგი გაგნიძეზე ალაპარაკდა. მის ტრიუმფალურ გამოსვლაზე ვაშინგტონის კენედი ცენტრში წერენ ,,ვაშინგტონ პოსტში”, ,,ოპერა ნიუსში” და ასე შემდეგ. გიორგი გაგნიძემ ვაშინგტონის ნაციონალური თეატრის სცენაზე ითამაშა იაგოს როლი  სპექტაკლში ,,ოტელო”.
,,ბრწყინვალე ქართველმა ბარიტონმა გამოიყენა ბევრისთვის მიუწვდომელი ტექნიკა, რომ გადავეყვანეთ ვენეციის ოქროს ხანაში. ითამაშა იაგო, რომელიც მოგვევლინა წარსულიდან.
ეს იყო საოცარი სიბრაზით და სიძულვილით გადმოცემული სახე.

ხმის ვიბრატო და ემოცია, რომელიც გიორგი გაგნიძემ შექმნა, ერთი ერთში მიგვანიშნებს  შექსპირისეულ შესრულებაზე. ეს მუქარა, რომელიც კაპიტოლიუმის კულუარებიდან გაისმოდა, დამაჯერებელი იყო”, – წერენ ამერიკის სხვადასხვა გამოცემებში.