ქართველი იაგო ვაშინგტონში – გიორგი გაგნიძის დებიუტი კენედი ცენტრში

ქართველი იაგო ვაშინგტონში - გიორგი გაგნიძის დებიუტი კენედი ცენტრშიდღეს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ოპერის ქართველი ვარსკვლავის, გიორგი გაგნიძის დებიუტი შედგება. ის იაგოს როლს შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში ,,ოტელო”.

..ქართველი ბარიტონი ვაშინგტონში, პარიზის და ბერლინის საოპერო სცენებზე გამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა. გაგნიძის მონაწილეობით ,,ოტელოს” წარმოდგენა ვაშინგტონის კენედის ცენტრში 16 ნოემბრამდე გასტანს.

დევიდ ალდენის მიერ დადგმულ ..ოტელოს” შეერთებული შტატების დედაქალაქში ვაშინგტონის ეროვნული ოპერა წარმოადგენს. დირიჟორი მაესტრო დენიელ კალეგარი იქნება. ოტელოს როლს რასელ ტომასი შეასრულებს, დეზდემონას კი – ლეა გროსეტო”, – წერს ,,ამერიკის ხმა”.

ვაშინგტონამდე გიორგიმ ბერლინში, დოიჩე ოპერაში ნაბუქოს როლი შეასრულა ოპერაში ,,ნაბუქო”.

გიორგი გაგნიძით დოიჩე ოპერამ ჩვენი დროის საუკეთესო ნაბუქოდონოსორი შეიძინა. მისი სასიამოვნო და სრულყოფილად სიმეტრიული ბარიტონი, ფორტეს პასაჟებში უძლიერესია და ამავე დროს დაბალ ხმაში – შეუდარებელი, დიდებული წარმოდგენით ლოცვის სცენაში. გიორგი გაგნიძე ამ როლის ღირსეული შემსრულებელია”, – წერს გერმანული პრესა.

George Gagnidze leads Deutsche Oper Berlin’s ‘Nabucco’

ქართველი იაგო ვაშინგტონში - გიორგი გაგნიძის დებიუტი კენედი ცენტრში