ნიკა გვარამია: ,,მეუფე იაკობმა მოყვა, როგორი ჰომოსექსუალური ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომელთან… მე იგივეთი არ გიპასუხებ”

ნიკა გვარამია: ,,მეუფე იაკობმა მოყვა, როგორი ჰომოსექსუალური ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომელთან... მე იგივეთი არ გიპასუხებ"გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში” ეკა კვესიტაძემ მეუფე იაკობთან სატელეფონო საუბრებზე ილაპარაკა. მისი თქმით,მეუფე იაკობმა მას უთხრა, რომ გიორგი გახარია მას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრა.

ნიკა გვარამიამ ამის პასუხად გაიხსენა მეუფე იაკობის ქადაგებები, როცა სასულიერო პირმა მის შესახებ ისაუბრა.

-მეუფე იაკობმა მოყვა, როგორი ჰომოსექსუალური ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომელთან.  ქადაგებაში ილაპარაკა ეს. ორი ქადაგება მომიძღვნა.

მეუფევ, არ ვაპირებ, მე იგივეთი გიპასუხოთ. არ ვაპირებ შეურაცხმყოფელი ბოდვის გავრცელებს. არ ვაპირებ, ავყვე სახელმწიფო აპარატს, რომელიც თქვენ ახლა ამხილეთ იმიტომ, რომ გადმოსულია თქვენს დანგრევაზე, პერსონალურად თქვენი  და მათ შორის პატრიაქრის და სხვა ადამიანების. მე არ ვაპირებ ამაში აყოლას, ვაპირებ ეკლესიის მოკავშირეობას ამ შემთხვევაში.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი ადამიანი არ იღებდეს მონაწილეოას ინსტიტუციების დარღვევაში, განსაკუთრებით მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუციების განადგურებას. მე ვაპირებ თქვენს მოკავშირეობას, თუ არ შეგრცხვებათ.

თქვენს ქადაგებებს კი ყოველთვის შეგახსენებთ  და ყოველთვის გკითხავთ, საიდან მოიტანეთ ეს სისულელე და ვინ დაგავალათ, რომ დამგმოთ ჰომოსექსუალურ კავშირში ჩემს თანამშრომელთან. აი, ეს მაინტერესებს ძალიან და ესეც მაინტერესებს, პასუხს როდის მოვისმენ ღია ქადაგებებზე, რომლებიც ,,იუთუბზე” დევს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.