კომპანიის შეფის სექსს თანამშრომლებმა პირდაპირ ეთერში უყურეს

კომპანიის შეფის სექსს თანამშრომლებმა პირდაპირ ეთერში უყურესბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ელექტრო ქსელების კომპანიის მენეჯერი თავის კოლეგასთან მაგიდაზე სექსით იყო დაკავებული, თუმცა ამ დროს მას ვიდეო ზარის გამორთვა დაავიწყდა, რის გამოც სექსუალურ აქტს კომპანიის დასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა პირდაპირ ეთერში უყურა.

შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე კომპანიის ხელმძღვანელს მომუშავე პერსონალთან WECHAT-ის საშუალებით ვიდეო კომუნიკაცია ჰქონდა, სადაც იგი 5 სხვადასხვა პროვინციაში მყოფ მოხელეებს აცნობდა სამუშაო გეგმებსა და მომავალ პროექტებს. მას შემდეგ რაც მენეჯერმა კოლეგებს განუცხადა, რომ დროებით აცხადებდა შესვენებას, დაავიწყდა აპლიკაციის გამორთვა და თანამშრომელთან სექსს შეუდგა იმ მაგიდაზე, სადაც კომპიუტერი იდო.

სასიყვარულო ურთიერთობას მომუშავე პერსონალის უდიდესმა ნაწილმა უყურა.

პოლიციამ დააკავა ის თანამშრომლები , რომელთაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალური ქსელით მასობრივად გაავრცელეს.

ნიუპოსტი