,,ირაკლი, ყველას გული დაგვიმძიმე, ძმაო” – ,,თავისუფალი ზონის” წევრი გარდაიცვალა

,,ირაკლი, ყველას გული დაგვიმძიმე, ძმაო" - ,,თავისუფალი ზონის'' წევრი გარდაიცვალა,,თავისუფალი ზონის” წევრი ირაკლი დოღაძე გარდაიცვალა. მას მეგობრები ფეისბუქით ეთხოვებიან. ენმ-ის და ,,თავისუფალი ზონის” წევრი, დავით გოგოხია სოაციალურ ქსელში წერს:

,,ორი წლის წინ, აგვისტოს თვე იდგა, ღამის სამ საათზე დამირეკა:

-გოგოხ, როგორ ხარ? კი გაგაღვიძე ძმაო, მაგრამ გამახსენდი და დაგირეკე… ახლა ვფიქრობ, ომი რომ დაგვიწყოს ისევ რუსებმა, ხომ ვიქნებით ყველა ერთად მხარდამხარ?!”

-რა თქმა უნდა, აუცილებლად ერთად ვიქნებით, უერთმანეთოდ  დავიღუპებით. ,,კაი, ძმაო, ვუყურებდი ომის კადრებს და დაგირეკე, დედას ვუტირებთ მტერსო”, – მითხრა და დამემშვიდობა.
ირაკლი, ყველას გული დაგვიმძიმე, ძმაო, შენ ვერასდროს დაგვტოვებ, ჩვენს გულში იქნები მუდამ! დიდება ქართველი პატრიოტის სულს!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!”.