,,ბოდიში ჩემი ლექსიკისთვის, მაგრამ თავს არ ვიმართლებ” – მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არის

,,ბოდიში ჩემი ლექსიკისთვის, მაგრამ თავს არ ვიმართლებ" - მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არისსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ბრძანებით, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არის. პატრიარქრის ხელმოწერილი ბრძანება საპატრიარქოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდდა.

განცხადების მიხედვით, სასულიერო პირმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და თხოვნით პატრიარქს მიმართა.

მეუფე იაკობმა პატრიარქთან შესვლამდე მედიასთან განცხადება გააკეთა:

-ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი ლექსიკის და საუბრების გამო. ძალიან ბევრი დაბრკოლდა ამის გამო და შენდობას და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავს არ ვიმართლებ. გაითვალისიწნეთ ჩემი მდგომარეობა, რომ სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი. როგორც ეპისკოპოსს, რაღაც საკითხებზე პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე, როგორც მონაზონს, გულში ის მქონდა, ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი.

რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს და იმაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოდიშს მოვიხდი. სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. ბატონი გიორგი, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. იქ რაც შევამჩნიე. უხერხულობას გრძნობდნენ,  რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ ბატონ გიორგისაც და ბატონ ვახტანგსაც შევამჩიე ეგ.  უწმინდესზე რაღაც მკითხეს და ათი დღე არ ვუთხარი და ბოლოს მაინც ვუთხარი და პასუხიც ღირსეული შევუთვალეთ.

პრემიერთან საუბარი ლიკვიდაციაზე არ იყო, ეს იყო, რომ შეეცვალათ და თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან მოსაყდრეა, ხომ? მაგაში არაფერი არ არის და ეგ არ ნიშნავს ამ მთავრობის კაცია.