ადვოკატი ნოდარ ილურიძე სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

ადვოკატი ნოდარ ილურიძე სასამართლო დარბაზში გარდაიცვალაიურისტი ნოდარ ილურიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

როგორც ,ნიუპოსტს” დავით ასათიანმა განუცხადა, წინასწარი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

-ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში.

ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი, – ამბობს ასათიანი.

ნიუპოსტი