ცხვრებს დაარქვეს გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ზარდიაშვილი… – ცხვრის ფარა პარლამენტთან

ცხვრებს დაარქვეს გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ზარდიაშვილი... - ცხვრის ფარა პარლამენტთანმოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. როგორც გიგა მაქარაშვილი და მარიამ გეგუჩიძე აცხადებენ, მათ  ცხვრებს „გია ვოლსკი“, „ნინო წილოსანი“, „ვანო ზარდიაშვილი“, „თამარ ჩუგოშვილი“ და პარლამენტის სხვა წევრების სახელები და გვარები დაარქვეს. ყველაზე დაუმორჩილებელ ცხვარს აქტივისტებმა „ვოლსკი“ დაარქვეს.

აქცია „სირცხვილიას“ წევრები ამ გზით გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ.

-გახარიას გაპრემიერება მხოლოდ გახარიას უხარია, ჩვენ კანონის ფარგლებში ვაპროტესტებთ მის ამ პოსტზე დანიშვნას, – ამბობს გია მაქარაშვილი.

პრაიმტაიმი