ქუთაისში მღვიმე დააზიანეს – ,,დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები”

ქუთაისში მღვიმე დააზიანეს - ,,დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები''ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს. ამის შესახებ ვახტანგ სიხარულიძე წერს. მღვიმე სწორედ მან და მისმა ძაღლმა აღმოაჩინეს.

-სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები. სირცხვილია… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა, – ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.

მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში გასულ წელს აღმოაჩინეს.

ირაკლი ვაჩიერაძე, პრაიმტაიმი