ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალასაქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნოდარ ხადური 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1999-2000 წლებში იკავებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს; 2004-2008 წლებში იყო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იყო პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი;

არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში.

პირველი არხი