ხათუნა ხოფერია: ,,ბოკერიას ჩავჩეჩქვავ!”

ხათუნა ხოფერია: ,,ბოკერიას ჩავჩეჩქვავ!"პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ვერსიასთან” ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სიამოვნებით სცემდა.

,,ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყვნენ და არსებობდა მოლოდინი, რომ ყველაფერი ეს სამართლებრივ ფორმას მიიღებდა, მაგრამ იცით, ყველაზე გამართლებული რა აღმოჩნდა?  რა და, მანჩო გიორგობიანმა სადღაც რესტორანში ნაციონალები რომ ჩეჩქვა! ენაცვალოს ჩემი თავი!  მაგალითად, ბოკერიას ჩავჩეჩქვავდი!

მოკლედ, თუ გაჩნდება საშიშროება, რომ ნაცმოძრაობის თუნდაც რაღაც ნაწილი ხელისუფლებაში ბრუნდება, მზად ვარ, ის გავაკეთო, რაც თავის დროზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა და ციხეშიც ჩავჯდე! სხვათა შორის, ამაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მეყოლება!”.