წავა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი კეზერაშვილის ტელეკომპანიაში

წავა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი კეზერაშვილის ტელეკომპანიაშითუ „რუსთავი 2“-დან გამაგდებენ, ჩემს თავს განვიხილავ ყველგან – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“ კომენტარში.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დავით კეზერაშვილის ტელევიზიასთან თანამშრომლობის საკითხს, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით ის ,,რუსთავი 2”-ში რჩება.

-მე ჯერ ვრჩები ,,რუსთავი 2″-ში, ვმუშაობ აქ და ვამბობ, სანამ ,,რუსთავი 2”-დან არ გამაგდებენ, მანამდე ვარ ,,რუსთავი 2”-ში. თუ გამაგდებენ, მერე უკვე, რა თქმა, უნდა, ჩემს თავს განვიხილავ ყველგან,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“.

პრაიმტაიმი