,,რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, ვტიროდი, ჩემს ქმარს 200 ჰქონდა წნევა” – ტყუპები 17 წლიანი ლოდინის შემდეგ

,,რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, ვტიროდი, ჩემს ქმარს 200 ჰქონდა წნევა" - ტყუპები 17 წლიანი ლოდინის  შემდეგნანა მჟავანაძე 21 წლის ასაკში გათხოვდა, შვილს კი 17 წლის განმავლობაში ელოდებოდა. გამოკვლევების მიხედვით, ორსულობის შანსი 0,15 პროცენტი იყო, ფაქტობრივად დიაგნოზი იყო უშვილო. ინ ვიტრო განაყოფიერებით, მესამე მცდელობაზე ორსულობა დადგა.

-ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვი ამეყვანა, მათ შორის ჩემი ქმარიც. რატომღაც მჯეროდა, რომ ტყუპები მეყოლებოდა, რადგან მამაჩემიც ტყუპის ცალია. მესამე მცდელობის შემდეგ რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, ვტიროდი უაზროდ, გარშემო ყველას ვკოცნიდი. ჩემს მეუღლეს 200 ჰქონდა წნევა, გაწითლდა, – ასე აღწერს 42 წლის ნანა მჟავანაძე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.