პაატა სალია: ,,რუსთავი 2″-ის გაკოტრების საფუძველი არსებობს”

პაატა სალია: ,,რუსთავი 2"-ის გაკოტრების საფუძველი არსებობს",,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და მოსალოდნელ რისკებს ასახელებს.

მისი თქმით,  არხზე კატასტროფული სიტუაცია დახვდათ.

– კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა, კომპანიას ათეულობით მილიონის დავალიანება აქვს, როგორც საგადასახადო, ასევე კრედიტორების: წყლის კომპანიის, სატელიტური კომპანიის და ა.შ.. მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, კომპანიის მენეჯმენტი არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც პროკურატურას მივმართე.

ალბათ გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მოხდა მის საკუთრებაში კომპანია ,,ინტერმედიის” მეშვეობით დიდი ოდენობით უძრავი ქონება.

კითხვაზე, ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ დავალიანების გამო ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს პაატა სალია პასუხობს:

„არ გვინდა, თუმცა ფაქტობრივი საფუძველი არსებობს“.

,,რუსთავი 2″-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. თადუმაძის უწყების განმარტებით, გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6.763.510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

კვირის პალიტრა