ნიკა გვარამია: ,,ნინო შუბლაძის ის ვიდეო არსად გამომიქვეყნებია”

ნიკა გვარამია: ,,ნინო შუბლაძის ის ვიდეო არსად გამომიქვეყნებია"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არსებოს ვიდეო, სადაც ნინო შუბლაძე, რომელიც ტელეკომპანიის მაშინდელი დირექტორი იყო, ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს არხის განადგურებაზე უთანხმდებოდა.

„ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება ნინო შუბლაძეზე. მასაც უნდა ახსოვდეს ალბათ, რის გამოც წავიდა. ის ვიდეო დღესაც არსებობს, სადაც შუბლაძე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთან „რუსთავი 2“-ის განადგურების გეგმაზე საუბრობს.

მე ვანახე მას ეს ვიდეო და ამის გამო წავიდა. მე საკუთარი სიტყვა დავიცავი და არსად გამომიქვეყნებია ეს ვიდეო, პირიქით, 50 000-ლარიანი პრემიით გავაცილე ნინო შუბლაძე სამსახურიდან”.