,,მაგდა პაპიძემ რომ დამინახა, ჩამეხუტა და ატირდა, ბექა შენგელიას კი ციხიდან გამოსვლა აღარ უნდა” – მამა გურამი

,,მაგდა პაპიძემ რომ დამინახა, ჩამეხუტა და ატირდა, ბექა შენგელიას კი ციხიდან გამოსვლა აღარ უნდა" - მამა გურამიქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულის, ბექა შენგელიას მოძღვარი, მამა გურამ ოთხოზორია ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

– მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული.

როდესაც­ მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა, როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს, თავი არ მოიკლას.

– “კანიბალიზმის საქმე” – ასე მოინათლა ბექა შენგელიას საქმე.
– ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის.

– რატომ?
– ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო.

– რას ამბობს, რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული?
– ბექა თავის თავს ეძებდა, მაგრამ არასწორად. როდესაც ადამიანს სიმდაბლე­ აკლია, ამპარტავნებაში გადადის. მან დიდი სულიერი ძალა აღმოაჩინა თავის თავში და იფიქრა, რომ ყოვლისშემძლეა, მაგრამ ვერ მართა ეს ძალა. ახლა უვადო პატიმარია. უკვე იპოვა საკუთარი ძალის მართვის სადავეები და აღარ უნდა გარეთ გამოსვლა.

კვირის პალიტრა