,,მადლობა, კაპიტანო!” – ჯაბა კანკავამ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძვიან, ფული გადაურიცხა

,,მადლობა, კაპიტანო!" - ჯაბა კანკავამ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძვიან, ფული გადაურიცხასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” მაია ქართველიშვილის შვილმა, ნიკა ქართველიშვილმა დაწერა.

ტაქსისტი ძმები ჯაბა კანკავას ღირსეული საქციელის გამო მადლობას უხდიან.

ნიკა ქართველიშვილი  ნაკრების კაპიტანს ემოციურად მიმართავს: ,,დიდი მადლობა, კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასე მძიმე წუთებში”

ტაქსი წარწერით #მაიასთვის თბილისის ქუჩებში რანდენიმე ხნის წინ გამოჩნდა.
ასე მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის სამკურნალო თანხის შეგროვებას ცდილობენ.

54 წლის მაია ქართველიშვილი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ვერაგულ დაავადებას ებრძვის. ქართველი ქალბატონის სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე 150 000 აშშ დოლარია საჭირო.

როგორ ცხოვრობდნენ ქართველიშვილები, სანამ საშინელი დიაგნოზის შესახებ გაიგებდნენ, რა მდგომარეობა აქვთ ოჯახში, ამის შესახებ იხილეთ ძმებთან ინტერვიუ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.