ხათუნა ხოფერია: ,,ვაპირებ, მუდმივი კლიენტი გავხდე ამ კარგი ქართველის”

ხათუნა ხოფერია: ,,ვაპირებ, მუდმივი კლიენტი გავხდე ამ კარგი ქართველის"ლევან ბერძენიშვილს მაღაზიაში არ მოემსახურენ. ამის შესახებ თავად პოლიტიკოსმა დაწერა.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მაღაზიის გამყიდველს საქციელს უწონებს და წერს:

,,იქნებ მითხრათ, სად არის ეს მაღაზია. ვაპირებ, მუდმივი კლიენტი გავხდე ამ კარგი ქართველის მაღაზიის”.
როგორც ხოფერია წერს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ერთმანეთს მოუწოდებენ, არაფერი შეიძინონ  მაღაზიაში, საიდანაც ლევან ბერძენიშვილი გამოაგდეს.

„სადაა ამათი დასაჩაგრი საქართველო“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.