,,ია კიწმარიშვილს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, რომ იდავოს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, მისი და ეროსი კიწმარიშვილის საქმეები „ცალ-ცალკე მდგომის საქმეებია“ „რუსთავი 2“-ის ისტორიაში, რადგან მათი წილების გადაფორმება, სხვადასხვა ვითარებაში მოხდა.
-ჩვენი დავა არის ცალკე მდგომი საქმე „რუსთავი 2“-ის ისტორიაში. ეროსის საქმეც არის ცალკე მდგომი. იქიდან გამომდინარე, რომ დროში ეს მოვლენები აცდენილია, იქიდან გამომდინარე, რომ ზეწოლა, მომლაპარაკებლები, სტატუსი და ა.შ, ეს ყველაფერი იყო განსხვავებული და ის, რომ სხვადასხვა გარემოებებში მოხდა ჩვენს მიერ წილების გადაფორმება.
ერთ მარტივ რაღაცას გეტყვით, ჩვენ გადავაფორმეთ წილები იმ დროს, როდესაც „რუსთავი2“ -ში გამოცხადებული იყო გაკოტრება, როდესაც „ემ დე ელ ეფი“ – იყო ასეთი ორგანიზაცია, ითხოვდა თავის ვალს, რომლის გარანტორიც იყო „ჯორჯიან ონლაინი“ და ჩვენ, ფაქტობრივად, ვრჩებოდით კოლაფსის წინაშე, იმიტომ, რომ ჩვენი მეორე კომპანიაც გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგებოდა, ამ პერიოდში გადავაფორმეთ ჩვენ წილები.
ხოლო როცა ეროსიმ წილი გადააფორმა, კომპანიას მოხსნილი ჰქონდა ყადაღა და არანაირი პრობლემა, როგორც მაშინდელი მოსამართლე იძახის თავის ჩვენებაში, კომპანიაში არ არსებობდა. შესაბამისად, ქალბატონ იას, აქვს რა თქმა უნდა, უფლება, რომ იდავოს. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა მაშინ მაგის თავს. ჩვენ ეროსისთან გქონდა მაშინ საკმაოდ დაძაბული და ცუდი ურთიერთობა და შესაბამისად, ამ ყველაფრის დეტალები არ გაგვივლია, მაგრამ მე წაკითხული მაქვს ეროსის ჩვენება, სადაც ეროსი ფაქტობრივი სიზუსტით აღწერს მთელ ამ პროცესს და ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა ჩვენს თავსაც და მის თავსაც. შესაბამისად, მოვითხოვოთ ყველამ, რომ გასაჯაროვდეს ეს, რადგან იქ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
დღეს ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს და სავარაუდოდ, დააფიქსირებს თავის პრეტენზიას „რუსთავი 2“-ს 30%-იან წილთან დაკავშირებით.
პალიტრანიუსი