გვარამია: ,,ივანიშვილის წინააღმდეგ ყველანაირ ფულს გამოვიყენებ”

გვარამია: ,,ივანიშვილის წინააღმდეგ ყველანაირ ფულს გამოვიყენებ"ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერში, ნინო ჯანგირაშვილის გადაცემაში ახალ ტელეკომპანიაზე ისაუბრა.

-რამდენიმე დღეში ვიტყვით ტელევიზიის სახელს. ის იქნება ბევრად უკეთესი ვარიანტი, ვიდრე იყო ,,რუსთავი 2″. სამ თვეში მისი რეიტინგი იქნება ორნიშნა რიცხვი. ვინ იმუშავებს, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ცხადია, ვინც იქნებიან. ჩემთვის 15 პროცენტიანი არხი ნიშნავს გავლენიან ტელეკომპანიას…

ყველანაირ ფულს გამოვიყენებ. ბიძა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებ ყველანაირ ფულს, გარდა სისხლიანი და ,,ფულის გათეთრებით” მიღებული ფულისა. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. ეს არის დიქტატურა, – აცხადებს ნიკა გვარამია.