დარჩება თუ არა ვანო ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ზე

დარჩება თუ არა ვანო ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ზედარჩება თუ არა „რუსთავი 2“-ზე „ვანოს შოუ“, ამაზე გადაცემის წამყვანი თავად აკეთებს კომენტარს:

– მე გადაწყვეტილებას ასე ვერ ვიღებ და ვერც ასე ხმამაღლა ვლაპარაკობ ჯერჯერობით. შვებულებაში ვარ და გუნდის აზრები უნდა მოვისმინო. კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ.

– ანუ ჯერ გადაწყვეტილება არხზე დარჩენაზე ან წასვლაზე არ მიგიღიათ?

– არა. კომენტარს არ ვაკეთებ.

..

რამდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და ითქვა, „ვანოს შოუ“ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადისო, ჯავახიშვილმა „პრაიმტაიმთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

– „რუსთავი 2“-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2“-ზე ვრჩებით.

– და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?

– შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ.

პრაიმტაიმი