თამარ ჩერგოლეიშვილი ქეთათოს: ,,მაჯლაჯუნა თავი გაბიათ”

თამარ ჩერგოლეიშვილი ქეთათოს: ,,მაჯლაჯუნა თავი გაბიათ",,დაწყნარდით, ქალბატონო ქეთევან. უადგილო იყო თქვენი გამოხტომა. შეიძლება შეგვეშალა, რომ არ შეგითანხმეთ, შეგეძლოთ გულისტკენა გამოგეხატათ. ამის ნაცვლად, დაგვლანძღეთ და ახლა უფრო ღრმად ეფლობით, მაჯლაჯუნა თავი გაბიათ!”, –  ასე ეხმიანება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი ჩარკვიანის ქვრივს, მომღერალ ქეთათო პოპიაშვილს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გაშვება აუკრძალა.

,,როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა სჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს. მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათ ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, მე როგორ მოვიქცევი იმიტომ, რომ მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს. არ დაგავიწყდეთ, ყველანაირი ბერკეტი მაქვს. ჩემი თვითმიზანი სასამართლოში წასვლა არ არის, მაგრამ თუ გამაღიზიანებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ არ დაესიზმრებათ ეგეთი”, – განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა.