,,პედერასტების ოჯახად გამოვაცხადებთ ყველას, ვერც ქალს გაათხოვებენ, ვერც ცოლს მოიყვანენ” – გურამ ფალავანდიშვილი

,,პედერასტების ოჯახად გამოვაცხადებთ ყველას, ვერც ქალს გაათხოვებენ, ვერც ცოლს მოიყვანენ" - გურამ ფალავანდიშვილი,,ის ოჯახი, ვინც მამათმავლების წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად“, – ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან ვაკის პარკში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

-საზოგადოება საკმაოდ გამოფხიზლებულია. ჩვენ ვიწყებთ პროპაგანდების აკრძალვის ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემატიკა სკოლებში არ ისწავლებოდეს როგორც დადებითი თემატიკა, ასევე არ უნდა იწვევდნენ მათ მხარდამჭერებს ტოქ შოუებში, არ უნდა ტარდებოდეს ქუჩებში პრაიდები და აღლუმები.

ჰომოსექსუალებს უნდა აეკრძალოთ მასწავლებლობა, ჯარში მსახური და მთავრობაში ყოფნა. ეს არ მოხდება კონტრაქციის და დეოკუპაციის წინააღმდეგობის ფორმატში, მხოლოდ ეს მოთხოვნა გვექნება. ჩვენთან იქნებიან „ნაცების“ და „ქოცების“ ამომრჩევლებიც.

ის ოჯახი ვინც ამ მამათმავლობის წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად, რომლებიც ვერც ქალს გაათხოვებენ და ვერც ცოლს მოიყვანენ, – ამბობს ფალავანდიშვილი.

ის და მისი მხარდამჭერები, ხელმოწერების ჩაბარების შემდეგ, ხელისუფლებას 1-თვიან ვადას მისცემენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

-ჩვენ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავაბარებთ ხელმოწერებს და პასუხისთვის 1-თვიან ვადას მივცემთ. თუ მათ ყურად იგდეს ჩვენი მოთხოვნა და დაიწყეს კონსულტაციები, ჩვენი აქცია გადაიდება. თუ არ იქნება პასუხი, ჩვენ დევიზით „არ დავიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ ამ კანონს“ ვიდგებით რუსთაველის გამზირზე. თუ რუსთაველის გამზირზე ვერ დავეტევით, გავაკეთებთ ჭიათურის ვარიანტს, ერთი კვირა ვიდგებით ქუჩაში და იმედია, ყურს შეიბერტყავენ, – აცხადებს ფალავანდიშვილი.

პრაიმტაიმი