ნინო სუხიშვილი: ,,მე ვარ მართლმადიდებელი და ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესიაა”

ნინო სუხიშვილი: ,,მე ვარ მართლმადიდებელი და ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესიაა"რეჟისორი ლევან აკინი, რომლის ფილმიც ,,და ჩვენ ვცეკვავთ” ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანა, უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო სუხიშვილმა ის მოცეკვავეები დაბლოკა, რომლებსაც ფილმში უნდა ეთამაშათ. შეგახსენებთ, რომ ,,და ჩვენ ვცეკვავთ” ერთსქესიანთა სიყვარულზეა.

ლევან აკინი იხსენებს, რომ მას ნინო სუხიშვილმა შეხვედრაზე უთხრა: ,,ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”.

-მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ, -ყვება ლევან აკინი.

როცა 17 მაისს სამების ტაძრის წინ დაგეგმილ კონცერტზე მონაწილეობაზე ბევრმა ხელოვანმა უარი თქვა, ნინო სუხიშვილმა მაშინაც მყარად დააფიქსირა თავისი პოზიცია. მან ,,ერთსულოვნების” ეთერში განაცხადა:

-საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს… საერთოდ სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართლმ ადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას.