,,მისი უმაღლესობა ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა, ვულოცავთ!” – ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ნამდვილი ხატია

,,მისი უმაღლესობა ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა, ვულოცავთ!" - ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ნამდვილი ხატია,,დღეს, 16 ივლისს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის მეუღლის, მისი უმაღლესობა ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა! ვულოცავთ საქართველოს ულამაზეს ბატონიშვილს ამ დღეს და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას”, – წერია  საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქგვერდზე.

ლეილა ყიფიანი საზოგადოებამ ფილმებით გაიცნო. მისი ცხოვრება შეცვალა ფილმმა ,,მე ვხედავ მზეს”, სადაც ხატიას როლი ითამაშა. მას შემდეგ იყო ბევრი როლი, ბევრი შემოთავაზება, მაგრამ ის კინოს ჩამოშორდა.

,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”, – უთხრა ქალბატონმა ლეილამ ჟურნალ ,,სარკეს” და თავისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები უამბო (გადადით ბმულზე და იხილეთ ინტერვიუ).