,,გიორგი გაბუნიას მოკვლის საფრთხე რეალურია” – ნიკა გვარამია

,,გიორგი გაბუნიას მოკვლის საფრთხე რეალურია" - ნიკა გვარამია,,გიორგი გაბუნია შეიძლება მოკლან. საფრთხე რეალურია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემა ,,აქცენტებში”.

,,გაბუნია პუტინის ნარატივშიც მოხვდა, შვებულების თვეები დაუთვალა. გაბუნიას მოკვლის საფრთხეზე სააკაშვილმაც ისაუბრა. მე პირველივე დღიდან მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა. ის ინტერესის ფოკუსშია”.

გადაცემის სტუმარმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას დაუდასტურა საფრთხის რეალობა და განაცხადა:

,,ხომ გახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს პატრიარქმა რა თქვა: ,,საშიშროება  რეალურია”.