,,დედას დაგისაფლავებთ, თუ აქციაზე მიხვალო” – მამაკაცი მოსყიდვაზე საუბრობს

,,დედას დაგისაფლავებთ, თუ აქციაზე მიხვალო" - მამაკაცი მოსყიდვაზე საუბრობსმოსყიდვა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ პროტესტის სანაცვლოდ – ,,ქართული ოცნება” ტელეკომპანიის წინ აქციაზე მოსვლას საჯარო მოხელეებს ავალდებულებდა, მოქალაქეების ნაწილს კი სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას ჰპირდება.

“კურიერს” დაუკავშირდა მოქალაქე, რომლის ინფორმაციით, ორი დღის წინ მას “ქართული ოცნების” შტაბიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სრულად დაუფინანსებდნენ გარდაცვლილი დედის დაკრძალვის ხარჯებს, სამაგიეროდ კი ის “რუსთავი 2”-ის შენობასთან უნდა მისულიყო და ტელევიზიის დახურვა მოეთხოვა. მოქალაქე ამბობს, რომ ამ შეთავაზებას არ დათანამხდა და გადაწყვიტა, ყველაფერი “კურიერისთვის” მოეყოლა.

“დამიკავშირდნენ „ქართული ოცნებიდან,“ დედა მყავს გარდაცვლილი, რომ გავასვენო რაიონში, თანხა არ მაქვს, ავადმყოფი რომ ვარ, მითხრეს, ყველანაირად დაგეხმარებით, ოღონდ მეგობრები გეყოლება და “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ერთ 10 ადამიანს თუ გაიყვანო, რაზეც არ დავთანხმდი,“-ამბობს პირი, რომელმაც „რუსთავი 2“-ს ანონიმურობის დაცვა სთხოვა.

რუსთავი 2