,,ლუნა” ახალი ცხვირით – ,,ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას, ან არავინ-მეთქი””

,,ლუნა" ახალი ცხვირით - ,,ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას, ან არავინ-მეთქი""ქეთი ხუციშვილმა, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ლუნას როლს ასრულებს, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

,,ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო კიბეზე თავით დაშვება და საერთოდ ყველანაირი აქტივობა, რაც ბოლოს ჩემი ღრიალით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი ჩემს ცხვირზე კეხად ამოიზარდა. მე ჯიუტი და პრინციპული ბავშვი ვიყავი და არც მერე მითქვამს უარი ასეთ გასართობებზე. პოლიკლინიკა ჩემი კორპუსის პირველ სართულზე იყო და რა მენაღვლებოდა, გიჟდებოდნენ ჩემზე. აი, ჩვენი გოგო მოვიდაო და მეც ხან თავპირაბინტული ამოვყავდით სახლში, ხან ლავიწშეხვეული, ხან კოჭამობრუნებული.

შიშის გამო არასდროს მიფიქრია კორექციის გაკეთება, სანამ ამ საოცარ ქირურგ-სკულპტორს არ გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ძლიერი პლასტიკური ქირურგი გვყავს, ერთი წამით არ მიყოყმანია. იმ დღესვე გადავწყვიტე, ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას, ან არავინ, ან ახლა,  ან არასდროს-მეთქი”, – დაწერა მსახიობმა.ქეთი ხუციშვილი (იხილეთ მსახიობის ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე).