ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ – ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ - ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაატელეპროდიუსერი და ,,პრაიმშოუს” წამყვანი ნოე სულაბერიძე  და ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც 2011 წელს ,,მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგა თავზე, დაქორწინდნენ. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნეს.

ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის – პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, ,,რუსთავი 2″-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

,,ბედნიერება ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გეწვევა”, – დაწერა სოციალურ ქსელში “პრაიმშოუს” წამყვანი.