ლოლა წერეთელი: ,,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა… ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან”

ლოლა წერეთელი: ,,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა... ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან"მომღერლების წყვილი, ლოლა წერეთელი და გიორგი წერეთელი ერთმანეთს გაშორდნენ. ამის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის, თუმცა ამის შესახებ არც ერთი საუბრობდა.

რადიო ,,არ დაიდარდოში”, თაკო მელიქიშვილის გადაცემაში ლოლა წერეთელმა პირველად ისაუბრა ამ დაშორების შესახებ და ეს ამბავი დაადასტურა. კითხვაზე, ეძღვნება თუ არა ახალი სიმღერა მის ყოფილ ეუღლეს, ლოლამ ასე უპასუხა:

-დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო რუსა მორჩილაძეს, რომელმაც დამიწერა სიმღერა ,,მადლობა ამისთვის”. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. წელიწადნახევარი მზადდებოდა, მაშინ მე და გიორგი ერთად ვცხოვრობდით, სულ გასტროლებზე ვიყავით და ბევრი დრო გავიდა. ახალ წლამდე ერთად ვცხოვრობდით. ნანუკას გადაცემა რომ ჩაიწერა, ჩვენ მაშინაც ერთად ვიყავით.

ეს სიმღერა მას არ ეძღვნებოდა, ასე დაემთხვა. ცუდი რამ მოხდა… მე ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს  მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება. ვამბობ სიტყვას – ,,მიყვარს…”.

რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითაც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება.

-შეიძლება ისევ ერთად იყოთ? გაქვს ამის იმედი?

-იმედი ბოლოს კვდება (იღიმის).

-როცა შენს ფიქრებთან მარტო რჩები, როგორ ხარ?

-რვა წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება. სულ დავდივარ, კონცერტები მაქვს… არ დაიდარდო, ფორტუნა (ორი ვიდეო – ინტერვიუს ჩანაწერი და ახალი სიმღერა)

ლოლა წერეთელი სიმღერის პრემიერა

ლოლა წერეთელი – სიმღერის პრემიერა 💞⭐ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:https://www.instagram.com/nanukashow/

Gepostet von ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show am Mittwoch, 27. März 2019