4 წლის ნინო დედინაცვალმა ცემით მოკლა? – რას წერენ გოგონას გარდაცვალებაზე

4 წლის ნინო დედინაცვალმა ცემით მოკლა? - რას წერენ გოგონას გარდაცვალებაზეთბილისში  4 წლის გოგონა, ნინო, გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის დედინაცვალმა ცემით მოკლა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ბავ­შვზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ. როგორც ,,პირველ არხს” განუცხადეს, გა­სულ კვი­რას ცე­მის­გან ბავ­შვმა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, რის გა­მოც მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახდა საჭირო.

მე­ზობ­ლე­ბმა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას, ინფორმაცია ჰქონდა უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რსაც, მაგრამ 4 წლის გო­გო­ნა სამ დედ-მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად მა­ინც მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და.

ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, ოჯახი თავს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბით ირ­ჩენ­და. რო­გორც სააგენტოს მე­ზობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი არ იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მა­მა­კაცს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და, სა­ერ­თო შვი­ლი კი ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­ნაც­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სწო­რედ იმ 2 არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვებს მა­მაც ხში­რად უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა გოგონას  5 წლის ძმასაც.

გო­გო­ნას ბე­ბია ურყოფს, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცემა გახდა. ის ,,პალიტრანიუსის” ჟურნალისტებს უყვება, რომ გოგონას გრიპი ჰქონდა და ძალიან ახველებდა.

,,იმედინიუსის” ინფომაციით, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მშობლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ში მხოლოდ ამბობენ, რომ საქმე 116-ე მუხლით დაიწყო და არ აკონკრეტებენ, ვის წინააღმდეგ.