პუბლიციტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე წერს: ,,საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ქართული, მორჩა, წერტილი! საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა არ უნდა იაროს მსოფლიოში საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებით, რომ თითქოს ”საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი მოსახლეობა დაბომბა”, მორჩა, წერტილი!
და კიდევ, ერთი რამ: საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, რადგან ძალიან უხერხულია და დიდი სირცხვილია, ამ ლამაზი და დიდი პერსპექტივის მქონე ქვეყნისთვის. და იქნებ ეს გაწვალებული ქვეყანაც და ხალხიც ეღირსოს უკეთეს მომავალს, ღირსეულ ადგილს ევროპულ სივრცეში! “.