,,ავადმყოფი ბავშვისთვის არ უნდა დაიტანჯო, ის ღვთის წინაშე წარდგება, როგორც ანგელოზი” – ვიდეო, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

,,ავადმყოფი ბავშვისთვის არ უნდა დაიტანჯო, ის ღვთის წინაშე წარდგება, როგორც ანგელოზი" - ვიდეო, რომელმაც ხალხი აღაშფოთა,,ხარისხის არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით გიორგობიანი გადაცემაში ,,დასაბამიდან დასასრულამდე” ავადმყოფი ბავშვების თემას შეეხო.

,,მშობლები თავიანთი ავადმყოფი შვილის გამოსაჯანმრთელებლად ამერიკასა და ინგლისში დადიან. ამიტომ ადამიანების ახალი და ახალი თაობები უფრო და უფრო ავადმყოფები იბადებიან, იმიტომ, რომ თუკი მშობელი მოახერხებს, სიკვდილს გამოსტაცოს ხელიდან, ის იზრდება და თავადაც ავადმყოფ შვილებს აჩენს. ხედავ, რა გამოდის ამ ყველაფრიდან? ბევრ შვილს რომ აჩენდნენ, მშობლები აღარ დაიტანჯებოდნენ ამდენი სიარულით საზღვარგარეთ, ექიმებთან ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ავადმყოფი ბავშვი ღვთის წინაშე წარდგებოდა  და წარდგებოდა, როგორც ანგელოზი”.

მის ამ გამოსვლას, ბუნებრივია” ხალხის დიდი აგრესია და კრიტიკა მოჰყვა.

,,რამე რომ დავწერო, ჟურნალისტია და არ შეიძლებაო მეტყვით? და ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს, რასაც მისი მაყურებელი ისმენს პრაქტიკულად უწყვეტად მისგან, სიტყვის თავიუსფლების ნაწილია? ან ქვეყნის პარლამენტის წევრი მისი თანაპარტიელ/მოკავშირე/დამფინანსებლები ასე ფიქრობენ.
ეს არის ტიპური გამოხატულება სიძულვილის ენის და ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში მას ეთერს აუკრძალავდნენ.
და უფლებადამცველები არ იმჩნევენ, თუ გამომორჩა რამე?”, – წერს პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი.

დავით გიორგობიანთან ერთად არხის დამფუძნებელი არის გიორგი ასათიანი, რომელიც ,,სარკესთან” საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ტელეარხი რომ აქვს.

https://youtu.be/vqGcOogzeDg?t=16