ალექსანდრა პაიჭაძე: ,,შეყვარებულს დავშორდი… ქართველ მამაკაცებს არ ვენდობი… ოჯახის მეორედ შექმნა დიდი ხნით გადავდე”

ალექსანდრა პაიჭაძე: ,,შეყვარებულს დავშორდი... ქართველ მამაკაცებს არ ვენდობი... ოჯახის მეორედ შექმნა დიდი ხნით გადავდე"მოდელი და ბლოგერი ალექსანდრა პაიჭაძე ქართველ მამაკაცებზე გაბრაზებულია. “ინსტაგრამზე” საკმაოდ მწვავე პოსტი “გამოაცხო”, რომელიც საპირისპირო სქესს მიუძღვნა.

“ჩემი აზრით, ქართველი ბიჭების უმეტესობას გრძელი ენა უნდა მოაჭრა, მაინც ვერ იყენებენ წესიერად, სადაც საჭიროა იქ და ჭორაობა კიდევ არ უხდებათ. შეიძლება თავიც მიაყოლო და კიდურებიც, ისიც – საამაყო ატრიბუტი. არ იმსახურებენ კარგი გოგოს კამპანიას.

დარწმუნებული ვარ, უამრავი გოგოა ჭორიკანა მამრის მსხვერპლი. კი, ფეხზე უნდა გეკიდოთ, მაგრამ მაინც, გოგოებო, მიუჩინეთ თავიანთი ადგილი არაკაცებს… სუპერ სასირცხვილო თბილისელო ბიჭებო, თქვენ რანაირად უნდა გენდოთ ცხოვრებისეულად, რისი მაქნისები ხართ, რა აგიხსნეს ენის ჭარტალის გარდა და ერთმანეთის დამცირების გარდა? რანაირი ძმაკაცები ხართ ზოგადად, სულ ერთმანეთს აგინებთ გოგოებთან, რომ იმის დამცირების წყალობით თქვენ თვითონ უკეთესები გამოჩნდეთ, მაგრამ თქვენმა მზემ…”.

ალექსანდრა ქმართან გაყრილია და მცირეწლოვანი ბიჭის, დემეტრეს, მარტოხელა დედაა. იმ პერიოდგი, როცა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობდა, “სარკესთან” არ დაუმალავს, რომ მის ცხოვრებაში იყო საყვარელი მამაკაცი იდგა, რომელთანაც თავს კარგად გრძნობდა. ახლა კი გავრცელდა ხმები, რომ შეყვარებულს დაშორდა. არის თუ არა ეს სიმართლე და რატომ “დაცხო” ქართველ მამაკაცებს საჯაროდ, ამის შესახებ ალექსანდრა ისევ “სარკეში” საუბრობს.

– ალექსანდრა, პირველ რიგში, “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ სტატუსზე უნდა გკითხოთ, რამ გამოიწვია თქვენი ასეთი რეაქცია, ვინ რა იჭორავა თქვენზე?

– ქართველ მამაკაცებს არ ვენდობი. უმეტესად არასაიმედოები და არასტაბილურები არიან. ჩემი სტატუსიც სწორედ ამას ეძღვნებოდა. მაღიზიანებს ის, რომ მეუღლეები ხშირად სხვადასხვა პოლუსზე არიან და მათი ოჯახები ფასადურია. გამაღიზიანებელია სიზარმაცე, ჭორიკნობა და ტრაბახი.

– ზოგადად რა მოგწონთ მამაკაცში?

– მამაკაცში დასაფასებელია იუმორი, გამჭრიახობა, პროგრესის სურვილი.

– იმის გარდა, რაც ჩამოთვალეთ, თქვენ გვერდით მყოფმა მამაკაცმა რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს?

– უნდა ვუყვარდე და ჩემს ერთგულებას აფასებდეს.

– “სარკესთან” ყვებოდით, რომ შეყვარებული გყავდათ, ახლა კი გავრცელდა ხმები, რომ მას დაშორდით. არის ამაში სიმართლის მარცვალი?

– შეყვარებულს დავშორდი, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილო მგონია და თან დაგვიანებულია. წინ ვიყურები, მაგრამ არავინ მიმაჩნია ვაკანტური ადგილის დაკავების ღირსად.

– თქვენს შვილს, დემეტრეს, რა რეაქცია აქვს ხოლმე, როცა თქვენ გვერდით მამაკაცს ხედავს?

– ჩემი შვილი ბედნიერია, როდესაც ვიღიმები და საჩუქრებს ვჩუქნი.

– განქორწინებული ხართ. ალბათ როდესაც მეორედ იფიქრებთ ამ ნაბიჯის გადადგმაზე, სიფრთხილით მოეკიდებით და ბევრს იფიქრებთ, მით უმეტეს, რომ ქართველი მამაკაცებისგან იმედგაცრუებული ხართ.

– ოჯახის მეორედ შექმნა დიდი რისკია. შიში მაქვს და ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი ხნით გადავდე.

– მიუხედავად ამისა, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. როგორ ამჟღავნებენ თქვენ მიმართ სიმპათიას?

– თაყვანისმცემელი ბევრი მყავს, მაგრამ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა. თავიდანვე განსაზღვრული აქვთ ბარიერი და იციან, რომ არაფერი გამოუვათ და ეს მათი ბრალია. თუ ჰგონიათ, რომ არაფერი გამოუვათ, ესე იგი მართლა ასეა. თუმცა ორიგინალური საქციელიც არაერთხელ მინახავს და მათი მხრიდან ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა.

– ახლახან “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულში მიიღეთ მონაწილეობა. ფოტომოდელობიდან პოდიუმზე გადაინაცვლეთ?

– სამოდელო კარიერით 15 წლიდან ვარ დაკავებული და 2010 წლიდან ყველა მოდის კვირეულში ვმონაწილეობ. ფოტომოდელობას რაც შეეხება, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამ საქმემ გამიტაცა.

– ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ თამამ სურათებს აღარ გადაიღებდით, არადა ბოლო დროს სწორედ ასეთ ფოტოებს ტვირთავთ სოციალურ ქსელში.

– მოდელის პორტფოლიოში ყველანაირი ფოტო უნდა იყოს. ასე რომ, ჩემი აზრით, არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული საცვლებიანი და საცურაო კოსტიუმიანი მოდელის ფოტოები.

– დემეტრე თქვენს თამამ სურათებზე არაფერს ამბობს?

– დემეტრეს დედის საქმიანობა უყვარს. კამერის წინ თუ სცენაზე თავს თავისუფლად გრძნობს. მისთვის გასაგებია, თუ რატომ ვიღებ თამამ სურათებს.

– სამოდელო სფეროს გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებული და რა სიახლეები გაქვთ?

– ბლოგზე ვმუშაობ, ვმოგზაურობ, ვცდილობ, ცნობისმოყვარეობა სხვადასხვა სფეროში დავიკმაყოფილო.

მარი მგალობლიშვილი, სარკე