სასამართლოს შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლებას აძლევენ

სასამართლოს შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლებას აძლევენსასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტში არის საუბარი.

კანონპროექტით, კულტურის შესახებ საქართველოს კანონში რჩება დღეისათვის ისედაც მოქმედი ჩანაწერი, რომ აიკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

ცვლილება შევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, სადაც სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში, არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

კანონპროექტის განმარტეითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზებაა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

ნეტგაზეთი