იუნა შაფათავა: ,,ხ**ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით?” – ,,ქართულ პრეზერვატივზე თამარ მეფე დაახატეს” – აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში

გიორგი ნიკოლაიშვილი წერს, რომ ქართულ პრეზერვატივზე, რომელსაც კომპანია ,,აიისა” უშვებს, თამარ მეფე ახატია, ყოველ შემთხვევაში, ამის თქმის საფუძველს აძლევს ნახატი და ლოზუნგი _ ,,სამეფო კარი თამარში”.

იუნა შაფათავა: ,,ხ**ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით?" - ,,ქართულ პრეზერვატივზე თამარ მეფე დაახატეს" - აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში,,ქართული პრეზერვატივი რომელზეც დახატულია თამარ მეფე და მომხმარებლებს აერთიანებს ლოზუნგით “სამეფო კარი თ ა მ ა რ შ ი ” – ერის გარყვნა და გადაჯიშება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების და არალეგალების მომრავლებით არ ხდება -ასეთი წვრილმანებით ხდება , ისტორიის , კულტურის და ცნობიერების არევა.

თამარი , ვსიც არ ახსოვს, შემიძლია შევახსენო , რომ ის გიორგი მესამემ გამოაცხადა ჯერ თანამოსაყრდეთ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ  ერთპიროვნული მმართველი და საქართველოს მეფე გახდა. მის სახელს უკავშირდება უამრავი ეკლესია-მონასტრის აშენება, კულტურული და ეკონომიკური ძლიერება, საქართველოს სამეფოს ოქროს ხანა , რისთვისაც ამ და სხვა მრავალი დამსახურების გამო გარდაცვალების შემდეგ ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა .

“აიისა”-ს პრეზერვატივზე დახატული გამოსახულება და ლოზუნგი ” სამეფო კარი თ ა მ ა რ შ ი ” ერთობლივად გვაძლევს იმ მოცემულობას , რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს ნახატი და თემატიკა სწორედ რომ ქართველ წმინდან მეფე თამარს გულისხმობს”, – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.

იუნა შაფათავა: ,,ხ**ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით?" - ,,ქართულ პრეზერვატივზე თამარ მეფე დაახატეს" - აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებშიამ თემას ეხმაურება მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც  წერს:

“საერთოდ გარეკეთ? ასეთი ბიზნესი პიარს არ იკეთებს. საქართველოს ისტორიის და კულტურის შეურაცხყოფის გამო ამ კომპანიას საერთოდ უნდა აეკრძალოს ბიზნესის კეთება და მთელი პროდუქციის ტირაჟი ამოღებულ იქნას გაყიდვიდან. პლუს ამას, ისტორიის შეურაცხყოფისთვის დაეკისროს ჯარიმა.
გეყოთ რა! ხ**ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით??? ცოტა ბოზი დადის საქართველოშ ი- აკვდებიან პრეზერვატივის რეკლამას! ჩამოყარეთ პრეზერვატივის რეკლამის “ფეისები” და ვინც იცნობთ, ამ სუპერ ბიზნესის პატრონი მონიშნეთ“.