გიორგი გაბუნიამ პირველი კომენტარი გააკეთა: ,,გადმოგვათრევდნენ, კარი რომ არ ყოფილიყო ჩაკეტილი”

გიორგი გაბუნიამ პირველი კომენტარი გააკეთა: ,,გადმოგვათრევდნენ, კარი რომ არ ყოფილიყო ჩაკეტილი"ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია დღეს საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

-ჩვენ რომ ავდიოდით, მეორე მანქანა მოდიოდა, რომელსაც გზა დავუთმეთ და აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ მანქანაში იჯდა სადღობელაშვილი, რომელიც მოდიოდა და უნდა მიეღო მონაწილეობა აქციაში.

მან დამინახა მე, გააჩერა მანქანა, მითხრა, ზუსტად შენთან მოვდივარ, სად მიდიხარო. გადმოვიდა მანქანიდან, დაუძახა დანარჩენებს, რომლებიც უკვე შეკრებილები იყვნენ. უთხრა, რომ ალყა შემოერტყათ მანქანისთვის.

ეს არ იყო, უბრალოდ რომ ალყაშემორტყმული ვიყავით და დაძვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ისინი იმუქრებოდნენ, იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ. მანქანას ურტყამდნენ ძალიან ძლიერად, ახტნენ „კაპოტზე“, ამიტომაც არის თამთას მანქანა დაზიანებული.

ურტყამდნენ ძალიან ძლიერად შუშას. იმუქრებოდნენ რომ გადმოგვათრევდნენ, გვცემდნენ და ასე შემდეგ. ვისთანაც ერთადაც ვიჯექი ავტომობილში, მას ჩვევა აქვს, რომ როგორც კი ჯდება, ავტომატურად კეტავს კარს, თორემ უბრალოდ რომ კარი დაკეტილი არ ჰქონოდა, პირველი, რაც ამ ადამიანებმა სცადეს, ის იყო, რომ კარების გაღებას შეეცადნენ და ჩვენს გადმოთრევას მანქანიდან.

აი, მაგალითად, კარი რომ არ ყოფილიყო დაკეტილი, მე აქ ინტერვიუს ვერ მოგცემდით, -განაცხადა გიორგი გაბუნიამ.