მარგველაშვილი – ”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს”

მარგველაშვილი - ”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს”მე არასდროს აღვიქვამდი სტატისტიკად შეწყალებას და არასდროს მომსვლია აზრად ამის დათვლა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ შავი პიარის ტალღაა აგორებული, მათ შორის პატიმრების შეწყალების კუთხით.
– ბრალდება იყო, თითქოს იმდენი პატიმარი გამოვუშვი, რომ კატასტროფის წინაშე ვართ და რეკორდსმენი ვარ. იყო ტალღა შავი პიარის. მე არასდროს აღვიქვამდი სტატისტიკად შეწყალებას და არასდროს მომსვლია აზრად ამის დათვლა, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები და მე ნამდვილად მეათედი მყავს შეწყალებული სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით. ასეთი ტალღები გამომდინარეა იქიდან, რომ არც მესიჯი აქვთ და არც საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოებული შავი პიარით, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინტერპრესნიუსი