მაია ასათიანმა ეთერი გააჩერა – ”მაია თავს ცუდად გრძნობს”

მაია ასათიანმა ეთერი გააჩერა - ”მაია თავს ცუდად გრძნობს”თოქ-შოუ პროფილის ფეისბუკგვერდზე მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
– სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის – ნათქვამია გადაცემის განცხადებაში.

ნიუპოსტი