ნიკა ხაჩიძე მაია ასათიანზე: “ცუდად ყოფნას დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ბოლოს ეს ვეღარ შეძლო”

ნიკა ხაჩიძე მაია ასათიანზე: "ცუდად ყოფნას დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ბოლოს ეს ვეღარ შეძლო"თოქ-შოუ “პროფილის“ ავტორისა და წამყვანის, მაია ასათიანის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი კვირიდან „პროფილი“ გაურკვეველი ვადით ეთერს აჩერებს. თოქ-შოუს პროდიუსერები მიზეზად მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ასახელებენ.

„ნიუპოსტი“ “პროფილის” პროდიუსერ ნიკა ხაჩიძეს ესაუბრა.

– დიდი ხანია, მაია თავს ცუდად გრძნობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, ეს მაყურებელს არ ეგრძნო, თუმცა ბოლოს ვერ შეძლო და ექიმების რეკომენდაციით, ის ეთერში აღარ გამოჩნდება. „პროფილი“ ეთერში მაშინ დაბრუნდება, როცა ამის საშუალებას მაიას ჯანმრთელობა მოგვცემს. ამ ეტაპზე ზუსტი დროის დასახელება გამიჭირდება. დღეს ეთერში ის გადაცემა გავა, რომელიც უკვე ჩაწერილია, – აცხადებს ხაჩიძე.