მარგველაშვილმა სააკაშვილის განაჩენი შეაფასა – ,,კონსტიტუციური მუხლით პრეზიდენტის დევნა ბადებს კითხვას და ზიანს აყენებს საგარეო იმიჯს“

მარგველაშვილმა სააკაშვილის განაჩენი შეაფასა – ,,კონსტიტუციური მუხლით პრეზიდენტის დევნა ბადებს კითხვას და ზიანს აყენებს საგარეო იმიჯს“საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელ განაჩენზე სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით კომენტარი გააკეთა.

– სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემ და მაშინდელი ხელისუფლების რეაქციამ გამოიწვია ქართული საზოგადოების უაღრესი აღშფოთება, ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამწუხაროდ, მონაწილე ადამიანები დაწინაურებულნი იქნენ, რამაც კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ.

შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების, მსურს ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ბევრ კითხვას და ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს, დავაკვირდებით მოვლენებს და გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და შესუსტებას, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი