ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დაინიშნა

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დაინიშნასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა, რომელსაც ამჟამად პრეზიდენტის კვოტით დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილიც ესწრებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრად წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ პასუხიმგებლობაზე ილაპარაკა.

– მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დიდი პატივისთვის და იმ პატივისთვის, რასაც საპარლამენტო მდივნად მუშაობა ქვია, ამ შენობაში გატარებული ყოველი დღე მე გამორჩეულად მემახსოვრება. ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ეს არის დიდი პრივილეგია. სამი მთავარი ამოცანაა: პირველი ეს არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, ამ მხრივ ბევრი მოქალაქე ელოდება გადაწყვეტილებასსასამართლოებიდან,  საქმეთა გაჭიანურება არის სისტემური პრობლემა. მეორე ამოცანა უკავშირდება იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც უნდა მოხდეს საბჭოს მოქნილობით და ანგარიშვალდებულებით, მესამე ამოცანა უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის და ავტორიტეტის გაზრდა და იმას, რომ სასამართლოში მოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

იმედინიუსი