საქართველოს პრეზიდენტმა დამდეგი ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ოჯახებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დამდეგი ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ოჯახებს მიულოცასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონის ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს და ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგიახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და საქართველოს გაერთიანება უსურვა.

“მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი დაგაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით.

როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი დასაქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით.

ვულოცავ დათა პაპას, ადამიანს, რომელიც ესე გმირულად აგრძელებს მავთულხლართს იქით თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დათავანიშვილს სიმბოლურ საჩუქრად იმ ფოტოების ალბომი გადასცა, სადაც ასახულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაარაღიარების პოლიტიკის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთის საგუშაგოზე, პოლიციელებსაც მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.