კვირიკაშვილმა მელიას აგინა – “შე ნაბიჭ… შენ მოგიტყ…..” – ვიდეო

კვირიკაშვილმა მელიას აგინა – “შე ნაბიჭ… შენ მოგიტყ…..” - ვიდეოპრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მელიამ პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ის ფორმალური პრემიერია და ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა, რასაც კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან ნიკა მელიას აგინა:

– შე ნაბიჭ… შენ მოგიტყ….. – ამ სიტყვების შემდეგ კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
– როგორც ძველი ბიჭი ისე „იქაჩები“. შენ ხარ უნამუსო ადამიანი, – მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს“.
– ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.