კობახიძე წულუკიანისგან დამატებით არგუმენტებს ითხოვს – უმრავლესობაში კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილებებს არ ეთანხმებიან

კობახიძე წულუკიანისგან დამატებით არგუმენტებს ითხოვს - უმრავლესობაში კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილებებს არ ეთანხმებიანპარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს უყარეს კენჭი. ცვლილებები 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიღებულია.

დღის ბოლოს ცვლილებებს იურიდული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და ამავე კვირაში მეორე მოსმენით მიიღებენ. თუმცა სადავო რჩება მე-18 მუხლი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ეხება.

მოქმედი რედაქციით, ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონით დადგენილო წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად მონაცემებს. ამ ოთხი კომპონენტის არეალის გაზრდას ითხოვს იუსტიციის სამინისტრო, რასაც მმართველი გუნდის ერთი ნაწილი არ ეთანხმება. მეორე ნაწილი კი წულუკიანის უწყებას ეთანხმება.

პარლამენტის თავმჯდომარის და იურიდიული კომიტეტის პოზიციაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დამატებითი არგუმენტები წარმოადგინოს. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მეორე მოსმენის დროს მიიღებენ.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.

ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.

2024 წელს კი პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

იმედინიუსი