ირაკლი კობახიძე: “პრემიერის გადადგომაზე ჭორები საფუძველს მოკლებულია”

ირაკლი კობახიძე: "პრემიერის გადადგომაზე ჭორები საფუძველს მოკლებულია"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ხვალ წარედგინება და შეხვედრებში მონაწილეობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

– პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. პარლამენტს ხვალ წარედგინება, უშუალოდ, მთავრობის შემადგენლობა, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი. და ამის საფუძველზე, ზეგ უკვე, პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას.

რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჭორებს, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს შესაძლო გადადგომის თაობაზე, ეს, ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. შესაბამისად, ყოველგვარი ჭორები ამასთან დაკავშირებით და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიუპოსტი