მამა ილია: ,,სახეზეა ახალი სექტა”

მამა ილია: ,,სახეზეა ახალი სექტა"დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქში ნიკოლოზ მაქარაშვილის შესახებ წერს, რომელსაც ხალხი მდუმარე ბერის სახელით იცნობენ. მისი სახლის წინ ხატებით ხელში არიან შეკრებილნი და ლოცულობენ. მამა ილია ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,მაქარაშვილის კორპუსის წინ… რა დღეშია საწყალი ზომბირებული ხალხი! მაგრამ სადაა ეკლესია, რომელიც საკრებო (სინოდური) ხმით გააფრთხილებს მათ?!.. ეკლესია ყოველთვის ადასტურებდა და უნდა ადასტურებდეს, რა არ არის მართლმადიდებლობა, ანუ ერესი და რა არის მართლმადიდებლობა. აუცილებელია მუდმივი და მყისიერი მხილება ყველა გადახრის. სახეზეა ახალი სექტა!”, – წერს მამა ილია.

ბერ ნიკოლოზს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.

2016 წელს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა ბერი ნი­კო­ლო­ზის (მა­ქა­რაშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი ასე­თი ტექ­სტე­ბით: „მხსნე­ლი“, „გა­დამ­რჩე­ნე­ლი“ და ა.შ. გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ბერ ნი­კო­ლოზს თით­ქმის 20 წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ზოგი ბერს ,,ერის გა­დამ­რჩე­ნელს” და ,,ნამ­დვილ წმინ­დანს” უწო­დებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019