რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს

რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევსდღეს წი­თე­ლი პა­რას­კე­ვია, ანუ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვი, რო­დე­საც ჯვარს აც­ვეს ქრის­ტე. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზი, მამა გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვილი ამბები.ჯი-სთან საუბრობს:

– წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დღეა. მოკ­ლეს, ჯვარს აც­ვეს მა­ცხო­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ეს არის გლო­ვის დღე. მაგ­რამ რას გლო­ვობს ადა­მი­ა­ნი, – ღმერ­თის სიკ­ვდილს? რა თქმა უნდა, – არა. ჩვენ სწო­რად არ გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მა თა­ვი­სი ჯვარ­ცმით. ეს დღე უნდა იყოს და­სა­ბა­მი ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის შემსჭვალ­ვის. ცოდ­ვე­ბი უნდა შევმსჭვა­ლოთ, – “ძვე­ლი კაცი ჯვარ­ცმულ არს,” გარ­და­იც­ვა­ლოს და “ახა­ლი კაცი” და­ი­ბა­დოს, ანუ ჩვენ­ში ცოდ­ვის­მი­ე­რი უნდა დავ­ტო­ვოთ და აზ­როვ­ნე­ბა ახ­ლე­ბუ­რად და­ვი­წყოთ. გა­ვი­გოთ მა­ცხოვ­რის გა­მომხსნე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ვი­ცხოვ­როთ.

– რა არ უნდა გა­ა­კე­თოს ამ დღეს ადა­მი­ან­მა?

– ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ან­მა უნდა იმარ­ხუ­ლოს, მე­ტად გა­ნეკ­რძა­ლოს ლოც­ვის­კენ… სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებს და­ბუ­რუ­ლი გვაქვს გო­ნე­ბის თვა­ლი და ვერ ვამ­ჩნევთ, რას ვა­კე­თებთ და რას – არა. ზოგ­ჯერ ისე­თი მზაკ­ვრო­ბა და ბო­რო­ტე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოს და ჩა­ი­დი­ნოს, თვი­თო­ნაც კი არ სჯე­რო­დეს ის, მისი ნა­მოქ­მე­და­რია. კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ “ნუ სიმ­თვრა­ლი­თა და სიმ­ღე­რი­თა, ნუ ლა­ღო­ბი­თა და დრო­ის ტა­რე­ბი­თა, ნუ სა­წო­ლი­თა და ბილ­წე­ბი­თა, არა­მედ აღივ­სე­ნით სუ­ლი­თა, ეტყო­დეთ თავ­თა თვუ­ის­თა ფსალ­მუ­ნი­თა და შეს­ხმი­თა… სუ­ლი­ე­რი­თა. უგა­ლობ­დით და აქებ­დით გუ­ლი­თა უფალს”. დიახ, რაც ყო­ფას შე­ე­ე­ხე­ბა, აი, ეს არ უნდა გა­ვა­კე­თოთ…

ეს დღე კი­დევ ერთხელ და­სა­ბა­მი უნდა იყოს იმის, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა და­ფიქ­რდეს, მეტი გამ­ჭრი­ა­ხო­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ არ გა­ა­კე­თოს ის, რაც ღვთის მცნე­ბებ­შია მო­ცე­მუ­ლი (არა იმ­რუ­შო, არა იპა­რო, არა ცილი სწა­მო, არა კაც კლა…) დიახ, ამის ფარ­თო გა­გე­ბით და არა ისე, ზო­გი­ერთს რომ ჰგო­ნია, კაცი არ მო­მიკ­ლავს და სხვა რა ცოდ­ვა უნდა მქონ­დეს?! არა­და გო­ნე­ბა­ში ხში­რად გვიმ­რუ­შია, კა­ციც მოგ­ვიკ­ლავს, ალ­ბათ თუ დავ­ფიქ­რდე­ბით, ჩვენ­ზე ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი არც და­დის. ის კი არა, პავ­ლე მო­ცი­ქულ­მა თქვა, რომ ცოდ­ვილ­თა­გან პირ­ვე­ლი მე ვარ. ეს გა­აც­ნო­ბი­ე­რა მო­ცი­ქულ­თა თავ­მა, წმინ­და პეტ­რემ და ჩვენ რაღა გვეთ­ქმის? გვეთ­ქმის ის, რომ ცოდ­ვი­ლე­ბი ვართ და ცოდ­ვილ­თა­გან უპირ­ვე­ლე­სე­ბი. ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა… ლოც­ვას არ უნდა მოვ­წყდეთ.

– კვერ­ცხი რა­ტომ უნდა შე­ი­ღე­ბოს მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­რას­კევს და არა, მა­გა­ლი­თად, შა­ბათს?

– კვერ­ცხის შე­ღებ­ვა მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წი­თე­ლი ფერი სიმ­ბო­ლუ­რად ქრის­ტეს დაღ­ვრილ სის­ხლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ვი­ნა­ი­დან ქრის­ტემ სის­ხლი დაღ­ვა­რა, და­ა­თხია, გარ­და­იც­ვა­ლა, კვერ­ცხი კი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა. ამავდრო­უ­ლად აქ­ვეა აღ­დგო­მის იდე­აც, ანუ თუ მოკ­ვდა, აღ­დგე­ბა კი­დეც. ეს იდეა ჯერ კი­დევ ძველ აღ­თქმა­შიც იყო: მა­მამ­თა­ვარ აბ­რა­ამს ღმერ­თი ეუბ­ნე­ბა, რომ შე­მომ­წი­რე ისა­ა­კი მხო­ლოდ შო­ბი­ლი ძე შენი. აბ­რა­ამს შვი­ლი მიჰ­ყავს სამ­სხვერ­პლო­ზე და ამ­ბობს, – ავალთ და დავ­ბრუნ­დე­ბით… მოკ­ლედ, დად­გე­ნი­ლია ასე, რომ კვერ­ცხებს სწო­რედ წი­თელ პა­რას­კევს ვღე­ბავთ.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019