,,მანიაკია და ჩვენს ნერვებზე თამაშობს” – გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა

,,მანიაკია და ჩვენს ნერვებზე თამაშობს" - გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა,,მანიაკია და უბრალოდ, ხალხის ნერვებზე თამაშობს“. – ამბობს გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეზე, რომელიც სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით არ გამოცხადდა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ნებიერიძე ჯანმრთელია და ის შეგნებულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.

-ცრუობს, წინა პროცესზეც არ ყოფილა. სასამართლოში მოსვლის არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობს, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა ნათია ლალიაშვილი.

მოსამართლემ საქმის განხილვის დაწყებამდე პროცესი დახურულად გამოაცხადა, რაც დაზარალებული ოჯახისთის მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

-სასამართლო რომ უნდა დახურულიყო, ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს ან სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

პრაიმტაიმი (იხილეთ ბმული)

“ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული” – 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა