ჯონდი ბაღათურია: ,,დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში”

პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკით ბოლო 4 დღის განმავლობაში 12 მოზარდი გარდაიცვალა.

„გთხოვთ, გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ! მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში თბილისში უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ,,კლუბური ნარკოტიკით!”.

მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში! ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ! პოლიცია უუფლებო და პარალიზებულია, ტელევიზიებიც არ აშუქებენ!

რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი ,,კრიშავენ” და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით.

ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან.

კანონის ძალით შური ვიძიოთ ,,სიკვდილით მოვაჭრეებზე”.

ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ,,გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”, – წერს ჯონდი ბაღათურია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018